ვისკონსინის საჰაერო პატრულირების შედეგად 67 მძღოლი გააჩერეს – დარღვევები მოიცავდა სიჩქარის გადაჭარბებას, არაფხიზელ მდგომარეობაში მართვას და სხვა საშიშ ქმედებებს.
ვიზკონსინის სატრანსპორტო დეპარტამენტის განცხადებით, საჰაერო რეიდების ორ ოპერაციაში ოფიცრები აკვირდებოდნენ სიჩქარის გადაჭარბებას და აგრესიულ მართვას.
სულ დაფიქსირდა 67 საგზაო შეჩერება, სხვადასხვა დარღვევებისთვის, მათ შორის:
-
ოთხი შემთხვევა, როცა მძღოლები 100 მილი/სთ-ს აჭარბებდნენ, მათ შორის ორი მოტოციკლისტი, რომლებიც ერთად, რისკიანად მოძრაობდნენ
-
ცხრაჯერ დაირღვა Flex Lane-ის წესები
-
ორი მძღოლი აღმოჩნდა ნასვამ მდგომარეობაში
-
საშიში ტვირთის გადამზიდი სატვირთო მოძრაობდა დასაშვებზე 15 მილი/სთ-ით მეტით
-
საშუალო სიჩქარე დარღვევების დროს იყო 83 მილი/სთ
ვისკონსინის სახელმწიფო პატრული გეგმავს პატრულირების გაგრძელებას Beltline-ის გზატკეცილზე წლის განმავლობაში, რათა გაუმჯობესდეს გზების უსაფრთხოება და შემცირდეს საშიში მართვის შემთხვევები.
„ამ კამპანიის შედეგები ცხადყოფს ერთ რამეს – ხალხმა უნდა შეანელოს სვლა და უსაფრთხოდ მართვა ისწავლოს,“ – თქვა ვისკონსინის სახელმწიფო პატრულის უფროსმა, თიმ კარნაჰანმა.
„100 მილზე მეტი სიჩქარით მოძრაობა Beltline-ზე ან სადმე სხვაგან მიუღებელია. ასეთი ქცევა სხვებს საფრთხეში აგდებს და ამცირებს გზის უსაფრთხოებას.“
ოპერაციაში მონაწილეობდნენ:
-
Wisconsin State Patrol (WSP)
-
Dane County Sheriff’s Office
-
Madison-ის პოლიციის დეპარტამენტი
-
Monona-ს პოლიციის დეპარტამენტი