კენტუკის შტატის პოლიცია (KSP) ნოემბრის თვეში კომერციული მანქანების მასიურ შემოწმებას გეგმავს, რათა მოხდეს ავარიული სიტუაციების მაქსიმალური პრევენცია.
შემოწმებები ორშაბათს, 18 ნოემბერს დაიწყება და 20 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
„ამ მოქმედებების დროს, მასშტაბურად იქნება გახსნილი სასწორები (Weight Station), ჩაუტარდებათ ინსპექციები სატვირთოებს და მათ მძღოლებს. გადამოწმდება მუშაობის საათები (HOS, Logbook), მართვის მოწმობები, სამედიცინო სერთიფიკატები“, – აცხადებს პოლიციელი .
ამ პერიოდში, პოლიციელები ასევე გააკონტროლებენ მძღოლების ქმედებებს. მაგალითად, აგრესიულ მართვას, ზედმეტად ახლო დისტანციას, სიჩქარის გადაჭარბებას, ღვედის არ გამოყენებას და არაფხიზელ მდგომარეობაში მართვას.
ასევე, ინიციატივის ფარგლებში, KSP მსუბუქი ავტომობილების მძღოლებსაც სთხოვს, რომ ყურადღება მიაქციონ შემდეგ რჩევებს:
მოერიდეთ ბრმა წერტილებს (Blind Spots): დიდ მანქანებს ოთხივე მხრიდან უფრო დიდი ბრმა წერტილები აქვთ.
გაასწარით უსაფრთხოდ: გასვლამდე დარწმუნდით, რომ ხედავთ სატვირთო მანქანის მძღოლს მის გვერდით სარკეში და გამოიყენეთ მოხვევის სიგნალი.
ნუ “ჩაუხტებით” სატვირთოებს: დატვირთულ მანქანას, რომელიც მოძრაობს გზატკეცილზე დამუხრუჭებისთვის დიდი დრო და მანძილი სჭირდება.
მოერიდეთ კუდში დევნას: როცა სატვირთოს ზედმეტად ახლოს მიჰყვებით, მძღოლი თქვენ ვერ გხედავთ, რაც საშიშროებას იწვევს.