პირველი თოვლი Donner Pass-ზე და სავალდებულო მუხრუჭების შემოწმება

დონერის უღელტეხილზე (Donner Pass) ხუთშაბათს, 31 ოქტომბერს პირველი თოვლი მოვიდა.

მე-80 გზატკეცილზე (Interstate 80) მიმავალ სატვირთოებს ამ მონაკვეთზე გაჩერება და სავალდებულო სამუხრუჭე ინსპექციის ჩატარება უწევთ.

Reno Gazette Journal-ის თანახმად, თოვლის გამო სავალდებულო გახდა ჯაჭვების გამოყენება ისეთი მანქანებისთვის, რომლებიც ზამთრის საბურავებით ან 4×4 მოჭიდებით არ იყვნენ აღჭურვილები.

შემდეგი ზამთრის ქარიშხალი რეგიონში მოსალოდნელია პარასკევს ღამით, 1 ნოემბერს და გაგრძელდება მომდევნო დღის ჩათვლით. მაღალ სიმაღლეებზე მოსალოდნელია 6 ინჩიდან ორ ფიტამდე თოვლი.

გაუზიარე