ერთ-ერთი მსხვილი გადამზიდი კომპანიის მფლობელი, რომელიც Fox News-ის ხშირი სტუმარია, ამტკიცებს, რომ სატვირთო მანქანების მძღოლები დიდწილად ტრამპს უჭერენ მხარს, ძირითადად ხარჯებთან დაკავშირებული შეშფოთების გამო.
მაიკ კუჩარსკი, JKC Trucking-ის თანამფლობელი და ვიცე პრეზიდენტი, ამბობს, რომ სატვირთო მანქანების მძღოლები ძირითადად ტრამპის მომხრეები არიან და ამას ოთხი ძირითადი მიზეზით ასაბუთებს: ხარჯები, გადამეტებული რეგულაციები, ინფრასტრუქტურა და ელექტროენერგიაზე მომუშავე სატვირთო მანქანები.
„მე პირადად არ ვაძლევ ხმას პარტიული ხაზით, მაგრამ მხარს ვუჭერ კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ სამოქმედო გეგმა. ვფიქრობ რომ ტრამპის პოლიტიკა მცირე ბიზნესს დაეხმარება ”- თქვა კუჩარსკიმ Fox News Digital-თან ინტერვიუში. ”ახლა, სატვირთო მანქანების ინდუსტრიაში ბევრი მცირე ბიზნესის მფლობელი სერიოზულად არის შეშფოთებული კამალა ჰარისის პოტენციურ გავლენით ჩვენს ინდუსტრიაზე.”
რაც შეეხება დანახარჯებს, “თრაქერები” უკვე სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად იბრძვიან და არა შემოსავლისთვის. დიზელის და სხვა ხარჯები რეალურად ტვირთის გადაზიდვის ფასს აღემატება. ამასთანავე, ტვირთების გადაზიდვის მარეგულირებელი დამატებითი რეგულაციები ფაქტიურად შეუძლებელს ხდის მუშაობას.”
სატვირთო მრეწველობა მთლიანობაში ძალიან შეშფოთებულია ელექტრო სატვირთო მანქანების მოახლოებული მანდატების გამო, რომელსაც ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაცია ატარებს. ”პატარა სატვირთო კომპანიები უბრალოდ ვერ გადალახავენ ამ ხარჯებს. ხალხი ამბობს, რომ უფრო დიდ კომპანიებს შეუძლიათ ამის გაკეთება, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მათაც შეექმნებათ პრობლემები. ფურცელზე ეს იდეა კარგი ჩანს, მაგრამ არა მგონია, რომ იმოქმედოს“, – თქვა კუჩარსკიმ.
„ტრამპს შედარებით განსხვავებული პერსპექტივა აქვს. დონალდ ტრამპმა, COVID-ის დროს, მძღოლები თეთრ სახლში შეკრიბა და მადლობა გადაუხადა მათ შესრულებული მნიშვნელოვანი სამუშაოებისთვის.
„სატვირთოს მძღოლებს ტრამპის იმედი აქვთ, რადგან მან ეკონომიკურ გეგმაზე საუბრის დროს ხარჯების საგრძნობლად დაწევაზე ისაუბრა. ტრამპს სურს, რომ მეტი ბიზნესი და წარმოება დააბრუნოს აშშ-ში რაც ჩვენ სფეროს ძალიან დაეხმარება.”
ჯერემი კირკპატრიკი, ამერიკული გადამზიდი კომპანიების ასოციაციების სპიკერი, ამბობს, რომ ATA არ უჭერს მხარს რომელიმე კონკრეტულ კანდიდატს და იმუშავებს მათთან, ვინც გაატარებს სატვირთო ინდუსტრიისთვის საუკეთესო ინტერესებს.
„ამერიკის სატვირთო მანქანების ასოციაციები მუშაობს ნებისმიერ ოფისთან, რომელსაც სურს ჩვენთან მუშაობა. შედეგის მიუხედავად, ATA დარჩება მაგიდასთან და გააგრძელებს საღი აზრის, სატვირთო პოლიტიკის პროპაგანდას, რომელიც აძლიერებს მიწოდების ჯაჭვს, ზრდის ეკონომიკას და უზრუნველყოფს ამერიკელ ხალხს“, – თქვა მან.