
რუბრიკის სპონსორი
სატვირთო გადაზიდვების სფეროში წარმატებული საქმიანობისთვის აუცილებელია იცოდეთ თქვენი ოპერაციული ხარჯები, ამ შემთხვევაში კი ხარჯი 1 მილზე (cost per mile).
CPM-ის ფორმულა
იმისათვის რომ გამოთვალოთ თქვენი ხარჯი 1 მილზე, ერთი თვის მთლიანი გასავალი უნდა გაყოთ გავლილ მილებზე.
მაგალითისთვის, თუ თქვენი თვიური ხარჯი იყო $3000 და გაიარეთ 10,000 მილი, თქვენი ხარჯი ერთ მილზე იქნება $0.30.
1. დაადგინეთ თქვენი ფიქსირებული ხარჯები.
როცა ხარჯების ცხრილის შედგენას დაიწყებთ, პირველ რიგში გამოყავით თქვენი თვიური ფიქსირებული ხარჯები. ხარჯები, რომლებიც არასდროს იცვლება, მიუხედავად იმისა, რამდენ მილს გაივლით.
თუ ისეთი გასავალიც გაქვთ, რომელსაც ყოველწლიურად იხდით, უბრალოდ გაყავით ის 12-ზე და ფიქსირებული ხარჯების სიაში შეიტანეთ.
ნახეთ როგორ გამოიყურება ჩვენი მაგალითი:
ფიქსირებული ხარჯები | თვიური გადასახადი |
თრაქის გადასახადი | $4,980 |
დაზღვევა | $690 |
რეგისტრაცია | $154 |
პერმიტები | $25 |
ჯამი | $5,849 |
2. დაადგინეთ ცვალებადი ხარჯები.
შემდეგ ჩამოწერეთ ცვალებადი ხარჯები. ხარჯები, რომლებიც ყოველთვიურად იცვლება და დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენ მილს გაივლით და რამდენ ტვირთს გადაიტანთ.
ამ შემთხვევაში ცვალებადი ხარჯი ვერ იქნება წლიური და 12-ზე რამის გაყოფაც არ არის საჭირო.
ნახეთ ჩვენი მაგალითი:
ცვალებადი ხარჯები | თვიური გადასახადი |
საწვავი | $2,908 |
საკვები | $350 |
სადისპეჩერო მომსახურება | $2,000 |
შეკეთებები | $628 |
სხვა გაუთვალისწინებელი ხარჯები | $200 |
ჯამი | $6,086 |
3. დაადგინეთ რამდენი მილი გაიარეთ.
ახლა გადახედეთ რამდენი მილი გაიარეთ წინა თვეში, ცარიელი (deadhead) მილების ჩათვლით.
ამ მაგალითისთვის, ჩავთვალოთ რომ წინა თვეში 10,000 მილი გაიარეთ (ვიცით, ცოტაა).
ჩვენი ცხრილები ასე გამოიყურება:
ფიქსირებული ხარჯები:
ფიქსირებული ხარჯები | თვიური გადასახადი |
თრაქის გადასახადი | $4,980 |
დაზღვევა | $690 |
რეგისტრაცია | $154 |
პერმიტები | $25 |
ფიქსირებული ხარჯების ჯამი | $5,849 |
გავლილი მილების ჯამი | 10,000 |
ცვალებადი ხარჯები:
ცვალებადი ხარჯები | თვიური გადასახადი |
საწვავი | $2,908 |
საკვები | $350 |
სადისპეჩერო მომსახურება | $2,000 |
შეკეთებები | $628 |
სხვა გაუთვალისწინებელი ხარჯები | $200 |
ცვალებადი ხარჯების ჯამი | $6,086 |
გავლილი მილების ჯამი | 10,000 |
4. გამოთვალეთ თქვენი ხარჯი 1 მილზე.
ახლა უკვე შეგიძლიათ გამოთვალოთ ხარჯი 1 მილზე. ამისთვის გაყავით ფიქსირებული და ცვალებადი ხარჯები გავლილ მილებზე.
დავთვალოთ ცალ-ცალკე:
ფიქსირებული ხარჯები
ფიქსირებული ხარჯები | თვიური გადასახადი |
თრაქის გადასახადი | $4,980 |
დაზღვევა | $690 |
რეგისტრაცია | $154 |
პერმიტები | $25 |
ფიქსირებული ხარჯების ჯამი | $5,849 |
გავლილი მილების ჯამი | 10,000 |
ფიქსირებული ხარჯი 1 მილზე | $0.59 |
ცვალებადი ხარჯები
ცვალებადი ხარჯები | თვიური გადასახადი |
საწვავი | $2,908 |
საკვები | $350 |
სადისპეჩერო მომსახურება | $2,000 |
შეკეთებები | $628 |
სხვა გაუთვალისწინებელი ხარჯები | $200 |
ცვალებადი ხარჯების ჯამი | $6,086 |
სულ გავლილი მაილები | 10,000 |
ცვალებადი ხარჯი ერთ მაილზე | $0.61 |
შემდეგ შეაჯამეთ ორივე რიცხვი:
ფიქსირებული ხარჯი 1 მილზე | $0.59 |
ცვალებადი ხარჯი 1 მილზე | $0.61 |
მთლიანი ხარჯი 1 მილზე | $1.20 |
ჩვენი მონაცემების მაგალითზე დადგინდა, რომ მთლიანი ხარჯი 1 მილზე არის $1.20.
რატომ არის მნიშვნელოვანი ამის ცოდნა
ამისთვის ორი მთავარი მიზეზი არსებობს.
1. ეს რიცხვი გკარნახობთ თუ რა თანხა უნდა გამოიმუშაოთ იმისთვის, რომ მოგებაზე გახვიდეთ. თუ ტვირთის გადაზიდვის ფასი $1.20 იქნება, ეს ნიშნავს, რომ უბრალოდ ხარჯებს ფარავთ (braking even), ხოლო ყოველი ცენტი $1.20-ის ზემოთ უკვე თქვენი მოგებაა.
2. ამ ცხრილების შედგენის შემდეგ უკეთესად დაინახავთ თქვენს ხარჯებს და შესაძლოა იდეებიც გაგიჩნდეთ მათი შემცირებისთვის.