გადაზიდვების რეცესია დასასრულს უახლოვდება

FreighWaves-ის დამფუძნებელი, კრეგ ფულერი, გვარწმუნებს, რომ სატვირთო გადაზიდვების კრიზისი დასასრულს უახლოვდება.

ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი რეცესიის შემდეგ, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ბაზარი პოზიტიურ ნიშნებს ავლენს. SONAR-ის მონაცემებიც ამ მოსაზრებას ამყარებს.

გადამზიდველებს უფრო მეტი არჩევანი აქვთ: ამაზე ტენდერების უარყოფის ზრდის მაჩვენებელი მიუთითებს. ტვირთების არჩევისას გადამზიდველებს უფრო მეტი კონტროლი აქვთ, რაც მათ სასარგებლოდ ცვლის ბაზრის დინამიკას.

გადაზიდვების მიმდინარე ფასებიც იზრდება: 2022 და 2023 წლებთან შედარებით ბაზარზე ფასები გაუმჯობესდა, რაც მიუთითებს რომ ან ტვირთებზე მოთხოვნა გაიზარდა ან სატვირთოების რაოდენობა შემცირდა, შესაძლოა ორივეც კი.  

პოლიტიკური გავლენა: ტრამპის არჩევამ შესაძლოა დააჩქაროს ტვირთებზე მოთხოვნა. პრეზიდენტი გეგმავს გადასახადების შემცირებას, ბონუსების ამორტიზაციას, ინვესტიციებს შიდა წარმოებაში და ტვირთების დინამიკის ცვლილებას, რაც ამ სფეროზე დადებითად აისახება.

საიმიგრაციო დეპორტაცია: შრომისა და სტატისტიკის ბიუროს მიხედვით, სატვირთო მანქანის მძღოლების 20% ემიგრანტია. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მათგანი ლეგალური ემიგრანტია აშშ-ში, არსებობს მრავალი ცნობა მძღოლების შესახებ, რომლებიც იყენებენ საერთაშორისო მართვის მოწმობასა და ყალბ დოკუმენტებს.

ამ პროცენტის დადგენა ძალიან რთულია (ბოლოს და ბოლოს, რომელი არალეგალი აღიარებს ზემოთ აღნიშნულს?). ემიგრანტების 1%-ია უსაბუთო თუ 10%? წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ თუ ტრამპი დეპორტაციის მუქარას რეალურად აამოქმედებს, მძღოლების რაოდენობა შემცირდება, ისეთ კომპანიებს კი რომლებიც ასეთ ხალხს ასაქმებს, ძალიან გაუჭირდებათ ბაზარზე დარჩენა.

ამჟამინდელი განწყობა: გადამწყვეტი არჩევნების შემდეგ, მე მჯერა, რომ სატვირთო ბაზარი გამოსწორდება და შესაძლოა მომავალ წელს მოლოდინსაც გადააჭარბოს.

გაუზიარე