ფედერალური საავტომობილო გადამზიდავების უსაფრთხოების ადმინისტრაცია (FMCSA) ახორციელებს რეგისტრაციის სისტემის ცვლილებებს, რომელშიც შედის ახალი ინსტრუმენტები კიბერთაღლითობისა და იდენტობის გაყალბების წინააღმდეგ საბრძოლველად. მოდერნიზაციის ამ პროცესის მიზანია უსაფრთხოების გაუმჯობესება ერთიანი წესების დანერგვით, უკეთესი ავტორიზაციისა და ვერიფიკაციის პროცესის შექმნით და მონაცემთა უკეთესი ანალიზის მიღებით.
რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ?
USDOT ნომრებზე ფოკუსირება
ზოგიერთი მომხმარებლისთვის, შესაძლოა საჭირო გახდეს სისტემური ან კონტრაქტური ცვლილებების განხორციელება, როდესაც ძველი გადამზიდავების ნომრები (MC) შეიცვლება უნივერსალური აშშ-ის ტრანსპორტის დეპარტამენტის ნომრებით (USDOT). USDOT ნომრებს მიემატება სუფიქსი, რომელიც განასხვავებს სატრანსპორტო გადამზიდავებს და ბროკერებს.
რეგისტრაციის უსაფრთხოების ცვლილებები
რეგისტრაციის ახალი პროცესის მთავარი სიახლე იქნება უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მონაცემების ინტეგრაცია. ეს ინფორმაცია დაეხმარება როგორც გადამზიდავებს, ისე ბროკერებს, შეამოწმონ და დარწმუნდნენ, რომ მუშაობენ უსაფრთხო კომპანიებთან. გადამზიდავების უფლებამოსილება იქნება დაკავშირებული USDOT ნომერთან და ექნება სამი სტატუსი: მოქმედი, შეჩერებული ან გაუქმებული. ეს ნაბიჯი FMCSA-ს მიერ მიზნად ისახავს არსებული ინსტრუმენტების გაერთიანებას, რათა საჭიროების შემთხვევაში დროულად განახლდეს გადამზიდავების სტატუსი სისტემაში.
იდენტიფიკაციის ახალი მოთხოვნები
თაღლითობის წინააღმდეგ საბრძოლველად და გადამზიდავებისა და ბროკერების ლეგიტიმურობის დასამტკიცებლად, FMCSA გეგმავს TSA-ს (ტრანსპორტის უსაფრთხოების ადმინისტრაციის) მსგავს იდენტიფიკაციის ვერიფიკაციის პროცესს.
კომპანიების წარმომადგენლებს დაევალებათ დროებით ატვირთონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და გადაიღონ სელფი, რომლითაც დადასტურდება მათი ვინაობა. ამასთან, FMCSA ასევე მოითხოვს დამატებითი დოკუმენტაციის, მათ შორის ბიზნესოპერაციის დამადასტურებელი საბუთების წარდგენას, რაც ვერიფიკაციის პროცესს უფრო გააძლიერებს.
FMCSA წერილების და ბრძანებების ცენტრალიზებული ლოკაცია
წინა მოსმენებზე, დაინტერესებულმა მხარეებმა გამოხატეს უკეთესი წვდომის საჭიროება დოკუმენტებსა და იურიდიულ სტატუსებზე. ამ მოთხოვნის საპასუხოდ, USPS-ის ფოსტის გარდა, FMCSA წერილებს და ბრძანებებს ასევე გამოაქვეყნებს გადამზიდავთა პორტალზე, საიდანაც შესაძლებელი იქნება მათი ჩამოტვირთვა ერთ ცენტრალიზებულ ლოკაციაში.
გაუმჯობესებული წვდომა მობილური მოწყობილობებისთვის
FMCSA გეგმავს ქაღალდზე დაფუძნებული რეგისტრაციის სისტემიდან სრულად გადაერთოს ონლაინ პლატფორმაზე. ამჟამად ქაღალდზე დაფუძნებული ფორმების დამუშავება შეიძლება 30 დღე გაგრძელდეს, ხოლო ახალი სისტემა უზრუნველყოფს მობილური მოწყობილობებიდან და დესკტოპის ბრაუზერებიდან წვდომას. ეს მომხმარებლებს მისცემს საშუალებას, განაახლონ რეგისტრაციის ინფორმაცია და განახორციელონ ოპერაციები წუთებში. თუმცა, ქაღალდის ფორმების გამოყენება გაგრძელდება ახალი სისტემის ამოქმედების შემდეგ იმ მომხმარებლებისთვის, ვისაც არ აქვს ონლაინ სერვისებზე წვდომა. ქაღალდზე დაფუძნებული ფორმების სრული აღმოფხვრა დამატებით რეგულაციებს საჭიროებს.
რესურსების ჰაბი
FMCSA-მ წარადგინა რესურსების ჰაბი, სადაც განთავსდება განახლებები და ხშირად დასმული კითხვებს გაეცემა პასუხები.
ამ ცვლილებების მიზანია რეგისტრაციის პროცესში უსაფრთხოების გაუმჯობესება და თაღლითობის შემცირება, რაც ხელს შეუწყობს უფრო ეფექტური რეგულირების ჩარჩოს შექმნას სატრანსპორტო გადამზიდავებისა და ბროკერებისთვის. ჩვენ განვაგრძობთ რეგისტრაციის განახლებების მონიტორინგს, რათა მომხმარებლებსა და გადამზიდავებს მივაწოდოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც მათ ბიზნესსა და ოპერაციებზე შეიძლება აისახოს.